MEP CONSULTING COMPANY
TEKKON - ეს არის საინჟინრო ხედვებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ინჟინრებს, დიზაინერებსა და მენეჯერებს ერთი მიზნისთვის - შევქმნათ სისტემა, სადაც არქიტექტურა, კონსტრუქციები და ინჟინერია მუშაობს სრულ ჰარმონიაში. ჩვენი საქმიანობის საფუძველია სიზუსტე, პასუხისმგებლობა და პროგრესი, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ მაღალი სტანდარტების მქონე პროექტებზე.
TEKKON სპეციალიზდება MEP სისტემების სრული ციკლის დაგეგმვასა და მართვაში - დაწყებული კონცეპტუალური ფაზიდან, დასრულებული ასაშენებელი დოკუმენტაციითა და BIM მოდელირებით.
ჩვენ ვქმნით ინტელექტუალურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, დაფუძნებულს თანამედროვე BIM ტექნოლოგიებზე და დეტალების ზუსტ მართვაზე. ყველა პროექტი ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს პასუხისმგებლობას, სადაც დიზაინი, მენეჯმენტი და ტექნიკური ცოდნა ერთიანდება სრულ სისტემად.